მთავარი არხი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, მაიორმა, თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში, მისივე კუთვნილი პნევმატური იარაღით სავარაუდოდ თავი მოიკლა.
გარდაცვლილი მშობლიურ სოფელ ბაისუბანში გუშინ, 24 მარტს ჩამოასვენეს.
ოჯახის წევრები და ახლობლები ვერ საუბრობენ, რა შეიძლება გამხდარიყო სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზი.
მათი ინფორმაციით, სამსახურში წასვლის წინ მას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს, ამის შემდეგ გავიდა სახლიდან და გაისროლა. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.
ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.