“ძიმითში გოგუაძეს ექნება პროექტი აბა ხინიკაძეს ხომ არა” – ოზურგეთის მერი

ეს განცხადება ოზურგეთის მერმა კოტე შარაშენიძემ დღეს მისი ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას ოპოზიციის ბრალდებებზე საპასუხოდ გააკეთა.

ოპოზიციის ადგილობრივმა ლიდერმა დავით მჟავანაძემ, მერი კორუფციაში დაადანაშაულა და მაგალითისათვის ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე მისი მის ბიძაშვილთან, დათო გოგუაძესთან დადებული ხელშეკრულებები მოიყვანა.

რომლის საფუძველზე მერიამ ინდ მეწარმე დავით გოგუაძესთან საერთო ჯამში რამდენიმე ასეული ათასი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.

მოსმენა რომელიც ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციონერებმა დავით მჟავანაძემ და ბესო ქათამაძემ ოზურგეთის მერია კორუფციაში დაადანაშაულეს, რასაც იქ დამსწრე საზოგადოების ერთი ნაწილის მწვავე პროტესტი მოყვა.

რამდენიმე წუთში იხილეთ შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: