საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები არსებობის ისტორიაში მე-7-ედ ითამაშებს მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე და დღეს, 25 მარტს პირველ მატჩს შვედეთში გამართავს.
ჩვენ კი გაჩვენებთ, თუ რა შედეგით იწყებდა ჯვაროსანთა გუნდი მუნდიალის შესარჩევ მატჩებს.
1996 წლის 9 ოქტომბერი. იტალია – საქართველო 1:0 (რავანელი, 43); 10 ქულა, მეოთხე-მეხუთე ადგილი პოლონეთთან ერთად.(6 ნაკრებში)
2000 წლის 7 ოქტომბერი. ლიტვა – საქართველო 0:4 (ქეცბაია (19), ქეცბაია (35), ქინქლაძე (46), არჩილ არველაძე (84); 10 ქულა, მე-3 ადგილი. (5 ნაკრებში)
2004 წლის 4 სექტემბერი. თურქეთი – საქართველო 1:1
(ტეკე (49), ასათიანი (85); 10 ქულა, მე-6 ადგილი (7 ნაკრებში)
2008 წლის 6 სექტემბერი. საქართველო – ირლანდია 1:2 (დოილი (13), ველანი (70), ყენია (92); 3 ქულა, ბოლო მე-6 ადგილი
2012 წლის 7 სექტემბერი. საქართველო – ბელარუსი 1:0 (ოქრიაშვილი, 52); 5 ქულა, მე-4 ადგილი (5 ნაკრებში)
2016 წლის 5 სექტემბერი. საქართველო – ავსტრია 1:2 (ჰინტერეგერი (16), იანკო (42), ანანიძე (78); 5 ქულა, 5-ე ადგილი (6 ნაკრებში)
სტატისტიკა ასეთია: მსოფლიო ჩემპიონატის 6 შესარჩევ ეტაპზე მივიღეთ მონაწილეობა. საწყისი 6 მატჩიდან პირველი 3 გასვლაზე ჩავატარეთ, ბოლო 3 თბილისში. გასვლითი შეხვედრებიდან 1 მოვიგეთ, 1 წავაგეთ და 1 ფრედ დავასრულეთ, შინ კი 1 მოვიგეთ და 2-ში დავმარცხდით. საერთო ჯამში კი ეს სტატისტიკაა: 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება. აღსანიშნავია, რომ წაგებით ყველა შეხვედრა მინიმალური სხვაობით წავაგეთ.
შვედეთსა და საქართველოს შორის შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგვთავაზებს.
https://sportall.ge