“მე ამ არხზე სინათლეს ვეღარ ვხედავ” – მაია ასათიანი რუსთავი 2-ს ტოვებს

მაია ასათიანი რუსთავი 2-ს ტოვებს. გადაცემა პროფილი დღეს, 25 მარტს, 22:00 საათზე ბოლოჯერ გავა.

“მე დღეს აქ, ამ არხზე, ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ, ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ, დღეს ბოლო პროფილია” – ამბობს მაია ასათიანი პრომო ვიდეოში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share