
დღეს ოზურგეთში , ლალიონის ქუჩაზე, ჩხიკვიშვილების საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა.

სახლის მეპატრონის, მირზა ჩხიკვიშვილის თქმით, ხანძარი ხატების კუთხესთან, ანთებული სანთლისგან გაჩნდა.

ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელმაც ხანძრის ლიკვიდაცია შეძლო. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.










