“იმ ქვეყანაში, სადაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, სადაც ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი და ღარიბაშვილი არის პრემიერმინისტრი, რატომაც არა, იყოს წულუკიანიც კულტურის მინისტრი. აზრი არ აქვს, ქვეყანა არის უკვე დაშლილი. რაც არ უნდა კარგი კულტურის მინისტრი მოვნახოთ, ამ სისტემაში მაინც ვერ გააკეთებს ვერაფერს”. –იავნანას დამფუძნებელი, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ფორმულას ეთერში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად, თეა წულუკიანის დანიშვნას ეხმაურება.