რუსუდან კერვალიშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ. 4-წლიანი თავისუფლების აღკვეთა რუსუდან კერვალიშვილისთვის 30 მარტს იწურება.
დასთან ერთად, ციხის დატოვების შესაძლებლობა მაია რჩეულიშვილსაც ჰქონდა, თუმცა „ქრონიკასთან“ ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე ამბობს, რომ მთავარი სიტყვა დაზარალებულებმა თქვეს და რჩეულიშვილის გათავისუფლებაზე ხელი არავინ მოაწერა.
დაზარალებულები ამბობენ, რომ მაია რჩეულიშვილმა, კერვალიშვილის მსგავსად, სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს.
„ცენტრპოინტის“ დაუსრულებელი შენობების დემონტაჟი ან, რამდენიმე ობიექტზე, მშენებლობა დაწყებულია. თუმცა, 6 500 დაზარალებულიდან კი, საპროცესო შეთანხმებას ხელს არცერთი აწერს.
თაღლითობასა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების, 11 მილიონი ლარის მითვისებაში მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშილი 2017 წელს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი რჩეულიშვილის მიმართ 2019 წელს გამოცხადდა. ე. წ მიონის ეპიზოდზე, მას 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე სამართლებრივი დავა, თითქმის ორი წელია, ბოლო ეტაპზეა შეჩერებული. სასამართლო დაზარალებულებსა და ბრალდებულებს შორის მორიგებას ელოდება. თუ შეთანხმება ვერ შედგება და საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოცხადდება, გუკა რჩეულიშვილს საპატიმროში დაბრუნება 7 დან 11 წლამდე ვადით მოუწევს.