მზად ვარ ვიმუშაო ნებისმიერ რესპუბლიკელთან, რომელსაც ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესება სურს,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩემს რესპუბლიკელ კოლეგებს მოუწევთ, განსაზღვრონ, შეგვიძლია ჩვენ ერთად მუშაობა, თუ ისინი გადაწყვეტენ, გაყონ ქვეყანა და გააგრძელებენ ქვეყნის დაყოფის პოლიტიკას. მზად ვარ ვიმუშაო ნებისმიერ რესპუბლიკელთან, რომელსაც ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესება სურს“,- განაცხადა ბაიდენმა.