მედიაციის პირველმა ეტაპმა იმედგაცრუება გამოიწვია – კარლ ჰარცელი

„მედიაციის პირველმა ეტაპმა იმედგაცრუება გამოიწვია იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესის შედეგად ვერ მიიღწა შეთანხმება“,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

კარლ ჰარცელი საქართველოში კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი ქვეყანაში ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებელი მხარეებს შორის საერთო ნიადაგის პოვნა.

„როგორც თქვენ იცით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიშელმა განაცხადა, რომ მედიაციის პროცესის პირველი რაუნდის შემდეგ, რომელსაც უძღვებოდა მისი სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, ის ისურვებდა, რომ მისი წარმომადგენელი კვლავ დაბრუნებულიყო. ეს მოხდება ძალიან სწრაფად, ჩვენ ვართ მისი ჩამოსვლის მოსამზადებელ ეტაპზე. მედიაციის პირველმა ეტაპმა იმედგაცრუება გამოიწვია იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესის შედეგად ვერ მიიღწა შეთანხმება, რომელიც, ჩვენი ხედვით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა მან შეძლოს წინსვლა. ეს არის სიმართლის მომენტი, დანიელსონი კვლავ ჩამოვა საქართველოში და ჩვენ განვაცხადებთ მისი საქართველოში გამომგზავრების დეტალებს, როგორც კი ეს დაზუსტებული იქნება, მაგრამ ცხადია, რომ ის აქ ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ მოიძებნოს საერთო ნიადაგი მხარეებს შორის. მინდა გითხრათ, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს არის მისია,“- განაცხადა ჰარცელმა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ უახლოეს მომავალში ჩამოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share