ზუგდიდში, BP-ს ბენზინგსამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ, 22 ოქტომბერს გვიან ღამით მოხდა.
ადგილზე ორი ნიღბიანი, დანით შეარაღებული პირი მივიდა 1 500-დან 3 000 ლარამდე ნავაჭრი თანხა წაიღო.
დამნაშავეებმა ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებამდე ტაქსის მძღოლიც დააყაჩაღეს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მანქანა სოფელ კოლხიდაში, ზუსტად იმ ადგილას დატოვეს, სადაც “საქართველოს ბანკის” ძარცვაში ბრალდებული პირი გაუჩინარდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის წამომადგენლები. ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლები კი დაკითხვაზე არიან გადაყვანილნი.