“მსოფლიოში, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა სხვა არავინ დარჩა, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა, საპარლამენტო მანდატები აიღონ და პარლამენტში შევიდნენ – არ მესმის, ასეთ დროს გაჯიუტება რაში ჯდება და რა პოლიტიკაა”, – აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა გააკეთა.
„მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, თუკი არჩევნები გაყალბდა. დღეს არჩევნების გაყალბებაზე აღარ ლაპარაკობენ, რადგან ცხადია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ამას აღიარებს ჩვენი ყველა პარტნიორი, სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ამან დაკარგა აზრი და რის საფუძველზე არ შემოდიან პარლამენტში?! რაც შეეხება პატიმრებს, ნიკა მელიას გათავისუფლება ერთი წუთის საქმეა და გასაღები პირადად მის ხელშია. გადაიხდის გირაოს და გამოვა გარეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს სუბარმა.