მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა შიდა პოლიტიკურ ფრონტზე ჩაწყნარდეს და ევროკავშირის მედიაცია, ამ მიმართულებით, არის კარგი შესაძლებლობა, რათა ამ გვერდის გადაფურცვლა მოხდეს, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა დიაგო კოლასმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის, რომელიც ჯანდაცვის, ეკონომიკისა და რეგიონალური მიმართულებით არსებული გამოწვევების წინაშე დგას.
„ვფიქრობ, რომ უკანასკნელი კვირებისა და თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობა არის რეალური გამოწვევა საქართველოსთვის, რადგან საქართველო ახლა ისედაც არის მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და რეგიონალური მიმართულებით, სადაც ვითარება საკმაოდ რთულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნაში მთელი ძალისხმევა მიმართული იყოს სწორედ ამ გამოწვევებისკენ და მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა შიდა პოლიტიკურ ფრონტზე ჩაწყნარდეს და ევროკავშირის მედიაცია, ამ მიმართულებით, არის კარგი შესაძლებლობა, რათა ამ გვერდის გადაფურცვლა მოხდეს. მე ვუერთდები მათ, ვინც მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, რათა გამონახონ გამოსავალი, გადაფურცლონ ეს გვერდი და კონცენტრირდნენ იმ საკითხებზე, რაზეც ქვეყანას სჭირდება კონცენტრირებ,“- განაცხადა ელჩმა.