ევროპელი პოლიტიკოსების ინიციატივა: სააკაშვილი და ივანიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან

ევროკავშირის მედიაციით დაწყებულ მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ჩართვას ევროპარლამენტარები ითხოვენ.

ივანიშვილი რეალური მმართველია, კულისებში გადასვლის მიუხედავად ის ფლობს ყველა ინსტიტუტზე კონტროლს, სააკაშვილი კი ერთ ერთი ყევლაზე გავლენიანი პოლტიკოსი, რომელსაც ქვეყანაში ბევრი მხარდამჭერი ყავს – ამ რეალობის გათვალისწინებით რასა ჯუკნევიჩიანე ამბობს, რომ ამ 2 ფიგურის მონაწილეობით  შედეგი უფრო მალე დადგება.

ამ შესაძლებლობას განსხვავებულად უყურებენ პოლიტიკური ძალები.

“ქართულ ოცნებას” ევროპარლამენტარების ინიციატივები არ მოსწონს, განსაკუთრებით კი ის აღიზიანებს რომ ჩვენი პარტნიორები ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ევროკავშირიდან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი მიდის.

ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ ქვეყანაში ინსტიტუციები უნდა გაძლიერდეს და არაფორმალური მმართველობა დასრულდეს.

ქრისტიან დანიელსონი თბილისში სავარაუდოდ 29 მარტს ჩამოვა, თუმცა არ არის გამორიცხული მოლაპარაკებებში ევროპის საგარეო ქმედებათა ოფისიც ჩაერთოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share