“როგორც გაირკვა მიშას მეტი ლიდერი არ არის საქართველოში”

“მე მტკივა ჩემი საქართველო და ვისაც ტკივა, იმან რამე უნდა მოიფიქროს. ხალხს სჭირდება ლიდერი, წინამძღოლი”-აცხადებს პოეტი კოტე ყუბანეიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს რუსეთი მართავს: “როგორც გაირკვა მიშას მეტი არ არის ლიდერი, მიშა კიდე 9 წელია აქ არ არის. ამათ კიდე სულ მიშაზე აქვთ აწყობილი ყველაფერი და მიშა საფრთხობელა გახადეს. ეს კაცი არის გენიალური პოლიტიკოსი და თავის საქმეს გენიალურად აკეთებს. ასჯერ უფრო მეტი გამოცდილება აქვს და ხომ ხედავ ევროკავშირმაც და ნატომაც ეს თქვა, რომ რაც ჰქონდა კარგი საქართველოს ბოლო წლებში, ეს იყო მიშასგან ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარება. იმის შემდეგ საშინელი ნაბიჯებით მივდივართ უკან. ესენი გრძნობე უკბე რომ ლეშის სუნი აუვიდათ და რასაც წაიღებენ და მოასწრებენ, ამაზე არიან გადართულები

ვინ არის ეს ოპოზიცია და რა უნდა ვერ გავიგე. ერთადერთი, რაც მომწონს, არის ის, რომ არიან ერთად. ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა. უკვე მეოთხე სტადიაში ვართ და ეს უნდა ამოიკვეთოს თავი ბადე ქონიანად.მე არაფრით არ შევეგუები და თავს შევაკლავ ამ სილაჩრეს, სიდამპლეს და შმორის სუნს”.-აღნიშნა პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა ტვ “პირველის” ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: