გაყიდოს საპატრიარქომ ხატებზე აჩორჩხლილი ოქრო-ვერცხლი და ღარიბები დააპუროს- დეკანოზი

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

 

ილია ჭიღლაძე სამების სახურავის გაყიდვას და თანხის გაჭირვებულებისთვის დარიგებას ითხოვს.

 

“საქართველოში 6 წლიდან 16 წლამდე 10404 ბავშვი სკოლის გარეშეა! ეს ნიშნავს, რომ 6 წლიდან 16 წლამდე ასაკის ათიათასზე მეტი ბავშვი და მათ დამატებული მათი 6 წლის ასაკის ქვემოთ და-ძმები, შიმშილობენ და ასევე მათი დიდი ნაწილი უსახლკაროა, არ აქვს შესაბამისი გათბობა, ჰიგიენა და სამოსი! გაყიდოს საპატრიარქომ სამების ოქროს სახურავი, ასევე სამების საკათედრო ტაძრის და სხვა ბევრი ტაძრის ხატებზე აჩონჩხლილი ხალხის შენაწირი ოქრო-ვერცხლის და ძვირფასი ქვების ათასობით საათები, ბეჭდები, საყურეები, ჯაჭვები და სხვა სამკაულები (წმინდანებს სიმდიდრე-ფუფუნება არ უყვარდათ და გაურბოდნენ. ღვთისმშობელს არასოდეს უტარებია სამკაულები და მის ხატს რად უნდა საყურეები, ბეჭდები და სხვა ათასი ზიზილპიპილოები?!) და დაეხმარონ ამ ბავშვებს, იქნებ გამოისწორონ მიწაზე დანარცხებული პრესტიჟი და სამასხარო მდგომარეობა და ღმერთსაც სათნო ეყონ?! იქნებ ერთხელ მაინც მოიქცნენ სახარების სწავლების მიხედვით?! მაინც პერიოდულად იძარცვება ეს ყველაფერი შინაურის თუ გარეულის მიერ ტაძრებში. მარტო სამების კათედრალიდან რამდენი კილოგრამი ოქროს შენაწირი სამკაულებია გაქურდული ბოლო 15 წლის მანძილზე, ღმერთმა იცის!

 

P..S. ფუფუნების და მეშჩანიზმის დამკვიდრებას ეკლესიაში ქრისტეს მცნებებს ეწინააღმდეგება. ეკლესია სახარებას უნდა მიჰყვებოდეს და არა ოქროს დიდებას! ”უმძიმეს, სულის წარმწყმედ ცოდვად მერაცხება დიდებული ტაძრები, ხატები, ბისონები, მიტრები, ჯვარ-პანაღიები მაშინ, როცა ტკბილხმოვან გალობასთან, სანთლების კვამლთან და გუნდრუკის ნელსურნელებასთან ერთად უამრავი მშიერ-მწყურვალი ბავშვის ტირილის ხმა სწვდება ზეცას.” – ბრძანებს წმიდა მაქსიმე ბერძენი.”, – წერს დეკანოზ.

 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი სინოდის წევრებისა და საატრიარქოს მიმართ კრიტიკული და ხშირად უხეში განცხადებებით გამოირჩევა. სინოდმა მისი განცხადებები განიხილა, გაფრთხილება მისცა და შესასწავლად კომისიას გადასცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share