თუ დანიელსონი უკან ისევ ხელცარიელი დაბრუნდება, ეს იქნება გზავნილი, რომ საქართველო ზურგს აქცევს ევროპას

„ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა და საქართველოს ფუნქციაც დაუკარგა და მის მიმართ ინტერესიც გააქრო. დღეს კი, „ოცნების“ ლიდერები უკვე სენატორებს აყენებენ შეურაცხყოფას“,- ამის შესსახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძე ამბობს, თუ კრისტიან დანიელსონი უკან ისევ ხელცარიელი დაბრუნდება, ეს იქნება გზავნილი, რომ საქართველო ზურგს აქცევს ევროპას.

თუ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, პოლიტპატიმრები არ გვყავს, არჩევნები არ გაყალბებულა და ზოგადად დემოკრატია ყვავის, მაშინ ის სენატორები მოცლილები არიან რომ შეიკრიბენ და იხილავენ იმას, რაც არ არსებობს?!  ხოლო ის, რომ 64 საათიანი შეხვედრების შემდეგ დენიელსონი უკან ბრუნდება, ეს არის პირდაპირი გზავნილი.

თუ „ოცნების“ ხელისუფლებას ისევ არ ეყოფა შეგნება და მას ისევ ხელცარიელს გაუშვებენ უკან, ეს იქნება მორიგი შეურაცხყოფა და იმის დასტური, რომ ჩვენ ზურგს ვაქცევთ ევროპას.

საქართველომ უნდა აირჩიოს, რჩება დასავლეთთან, თუ ჯდება ექვსეულის ფორმატში, რომელიც უკვე გაჟღეერებულია. ( სამი კავკასიური რესპუბლიკა და სამი მეზობელი რუსეთი-თურქეთი-ირანიმითუმეტეს, რომ პირველად გაჟღერდა ისიც, რომ არ არის გამორიცხული ფინანსური დახმარებები გადაიხედოს“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კრისტიან დანიელსონი მეორედ ჩამოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share