სენატმა მარტო კი არ გვაქო, გაგვაკრიტიკა კიდეც- მდინარაძე

“სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გახსოვთ ხომ კრიტიკული შენიშვნები? სენატში მხოლოდ ჩვენი საქებარი წინადადებები რომ არ ყოფილა, ამას ხომ გულწრფელად ვამბობთ და ადეკვატურები რომ ვიყოთ, უნდა აღვნიშნოთ, არაერთი კრიტიკული წინადადება იყო. მყისიერი რეაგირება გვქონდა ჩვენ სასამართლოს ნაწილთან დაკავშირებით, მეორე თუ მესამე დღეს პრაქტიკულად მივიღეთ გადაწყვეტილება და დავარეგისტრირეთ სასამართლო რეფორმის შემდეგი ეტაპი…”-თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ. ნახეთ, მთავარი გზავნილები აშშ-ს სენატში საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენიდან.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: