მდინარაძის თქმით, ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა დაუშვებელია. მისი მტკიცებით, განმარტებით, ივანიშვილი პროცესებიდან “სრულად დისტანცირდა”.
“წარმოუდგენელი შედარებაა. ტოლობის ნიშნის დასმა კიდევ უფრო მეტი საოცრებაა სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. მათ შორის განსაკუთრებით იმიტომ, რომ ერთ მხარეს დგას კრიმინალი დადასტურებული სასამართლოს განაჩენით, რომელმაც ვერც სტრასბურგში მიაღწია წარმატებას და ის სასამართლოს მიერ მიჩნეულია დამნაშავედ.
მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი დღეს არ ტოვებს, რომ არ გამოჩნდეს ტელეეთერში, მისი მიუხედავად კრიმინალობისა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე საერთოდ არ არის და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც განცხადება გააკეთა, იმის შემდეგ, ერთი წამითაც არ გამოჩენილა არსად საჯარო სივრცეში და პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებულია. ამ კუთხითაც კი შედარება ცალკე პრობლემაა. ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის ტოლობის დასმა ამ ორ ადამიანს შორის”,- თქვა მდინარაძემ.