“წარმოგიდგენიათ ივანაშვილის და სააკაშვილის მოლაპარაკება საქართველოს მომავლის თაობაზე? მე ნამდვილად ვერა. იმისათვის, რომ ივანაშვილმა გაიგოს, რაზეა ლაპარაკი, მისთვის სპეციალური ლექსიკონის შედგენა იქნება საჭირო. თანაც ისე, რომ მოლაპარაკების ყოველი პუნქტი ფულის რაოდენობით იყოს განსაზღვრული. დაახლოებით ასე: უარი ვადამდელ არჩევნებზე – დაკარგავ 2 მილიარდს. უარი პოლიტპატიმრების გამოშვებაზე – დაკარგავ 1 მილიარდს. უარი ახალი საარჩევნო კომისიის არჩევაზე – დაკარგავ 1 მილიარდს. უარი სასამართლო სისტემის შეცვლაზე (ანუ მის ჯიბეში მჯდარი მოსამაართლეების გაპანღურებაზე) – დაკარგავ 1 მილიარდს. და ასე შემდეგ უკანასკნელ კაპიკამდე. სხვა ენა მას არ ესმის.”- წერს ამერიკაში მოღვაწე პროფესორი, დოდონა კიზირია.