როგორ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და რა მოლოდინები აქვს დანიელსონთან განახლებულ მოლაპარაკებებზე, რომელიც თბილისში ხვალ ჩამოდის, მიხეილ სააკაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა:
“მოლაპარაკებებს რაც შეეხება, გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან ტანგოს ცეკვას სჭირდება ორი პარტნიორი-ეს ამერიკული გამოთქმაა…ივანიშვილი არ არის მზად არანაირი დათმობისთვის, ის არსად წასვლას არ აპირებს და მოლაპარაკებებს იყენებს შირმად. ამ სიტუაციაში ერტადერთი გამოსავალი არის არჩევნები. მათ ეს არ უნდათ, რადგან იციან, რომ წაასხამენ არჩევნებს.
ქართველი ხალხი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. სამჯერ გაუძვირეს დენი ბიზნესს, ტენდერებზე რაც ხდება, ბანდიტებმა ჩაიგდეს ყველაფერი ხელში.
ძალიან მძიმე მდგომარეობაა ყველგან, საითკენაც გაიხედავ. ხალხი დაიღალა უკვე”-განაცხადა სააკაშვილმა.