მიხეილ სააკაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში იმ ადამიანებს უპასუხა, ვინც მუდმივად მისი პოლიტიკიდან გაწევაზე საუბრობს:
“ზოგიერთი ხელმოცარული ადამიანი საუბრობს სულ-სააკაშვილი რომ არ გაიწია, იმის ბრალია რაც ხდებაო, ბოდიში მაგრამ სად გავიწიო? გავქრე? თვითლიკვიდაცია მოვახდინო თუ ხარაკირი ჩავიტარო? ცოცხალიც რომ არ ვიყო, ვებრ პოლიტიკოსს ჩემი მკვდარის სახელით მოვუგებ არჩევნებს, ხომ ვიცით რომ ეგრეა”?-განაცხადა სააკაშვილმა და მსგავსი განცხადებების ავტორებს მოუწოდა, რომ თუ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სააკაშვილის ხალხს ეშინია და უმრავლესობას ის ეზიზღება, რატომ არ უწყობენ ხელს მის საქართველოში ჩამოსვლას და რატომ ეშინიათ მისი ქვეყანაში დაბრუნების?-‘ვთქვათ, ეს ასეა. მოდით ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი. 24 საათი გამიშვით დაცვის გარეშე საქართველოს ქუჩებში და მიეცით ხალხს თავისუფლება მომექცნენ ისე, როგორც უნდათ. თუ ვეზიზღები ხომ გამწეწავენ? ხომ გადამივლიან? მათაც ე არ უნდათ? ჰოდა, მოდი გავაკეთოთ ასე. მე საქართველოდან ვერ წავალს, ჩემგან ვერავინ ვერ გამოდევნის ჩემს ქვეყანას”-აღნიშნა სააკაშვილმა.