“ჩემი აზრით, დღევანდელი მთავრობა არის შესაცვლელი. იმიტომ, კი არა რომ ცუდია, არამედ იმიტომ, რომ დემოკრატიის პირობებში 8 წელი იყვნენ. ბევრი გააკეთეს, ბევრი ვერ გააკეთეს.
ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველ ძალას გააჩნია მთელი რიგი მანკიერებები, იგივე სასამართლო სისტემაზე ვსაუბრობ, ასევე ნეპოტიზმზე, გარიგებები ბიზნესში. ეს ყველაფერი ხელს გვიშლის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს.
ჩვენ გვჭირდება ახალი ძალა, რომელიც ამ პრობლემებს გადაწყვეტს, მაგრამ დღევანდელ ოპოზიციაში ასეთი ძალა არ არის.
ოპოზიციამ მოთხოვნა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული უნდა მოხსნას, რადგან ეს აზრს მოკლებულია. იყო უამრავი ხარვეზი, მაგრამ არჩევნები იყო ლეგიტიმური. ამას მოწმობს ბევრი ფაქტორი”-განაცხადა” ოცნების” ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია.