“კახა კალაძეს რა და რატო აქვს, არავინ იცის”- გერმანიაში მოღვაწე პროფესრი

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი საქართველოში სამედიცინო სფეროში არსებულ მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს:

“კახა კალაძეს რა და რატო აქვს, არავინ იცის
ეს პოსტი ეხება საქართველოს ე,წ. პროფესურას, სახელოვან ,,პროფესურას,,
ბაზილარული სინდრომი არ დადასტურდაო და ვესტიბულოპათია დაუდგინდაო.
არტერიული წნევების არასტაბილურობით შემოვიდა კლინიკაშიო, ყველაზე ცნობილმა პროფესორ კარდიოლოგმა.
ვესტიბულოპათიამ ანუ კოორდინაციის აპარატის დარღვევამ არ იცის არტერიული წნევების სწრაფი ცვლილებები
ესაა სწორედ კლინიკური დიფერენცირება თავბრუხვევის გამომწვევი სხვა მიზეზებისაგან.
ვესტიბულოპათია იწვევს თავბრუხვევას, აურას, წონასწორობის და სხვადასხვა სივრცობრივი შეგრძნების დარღვევას ისე, რომ არტერიული წნევის საგრძნობი ცვლილება არაა.
ესაა დიფერენციალური დიაგნოსტიკის ელემენტარული ცოდნა,
მაგრამ
თუ სახელოვანი და დიდი პროფესორი ხარ,
მერე რა საჭიროა კითხვა?
მერე აკეთე ფული
მერე ჩაჯექი სააფთიაქო ფირმის
სადაზღვევო ფირმის
სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებათა გაყდვის
კლინიკის წილებში
და ააწყვე ცხოვრება.
და როცა სახელოვან და დიდი პროფესორს არ უყვარს კითხვა, მერე მის ასისტენტებს როგორ შეუყვარდებათ?
საქართველოში სულ ასე იყო,
კარგი მოხელე ფასობდა,
სტენტის ჩამდგმელი,
სარქვლის გამფართოებელი,
სისხლი და ოპერაცია.
რას რატო აკეთებ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
შეიყვანე კათეთერი და თუ ვერ დგავ სტენტს, გაზარდე წნევა, გინდაც პაციენტის წნევა იყოს 240!!”, – წერს ფრანგიშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 მარტს კარდიოლოგმა, პროფესორ ზურაბ ფაღავამ განაცაცხადა,რომ თბილისის მერს, კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა. მედიკოსის განმარტებით, კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია აქვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share