პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის აზრით, ფაქტია, რომ საქართველოში ყველა სახის მძიმე დანაშაული “ორ-ნახევარჯერ, თუ მეტით არა”, მაინც შემცირდა. ამ თემაზე მან კომენტარი მედიასთან გააკეთა.
ფაქტია, რომ ორ-ნახევარჯერ, თუ მეტით არა, შემცირდა ყველა სახის მძიმე დანაშაული, როგორიც არის მკვლელობა მკვლელობის მცდელობა, დაყაჩაღება და სხვა. ხაზი უნდა გავუსვათ პოლიციის ხელმძღვანელობას, მინისტრს და დაწყებილი მინისტრიდან, დამთავრებული რიგით პოლიციელმადე, ჩვენ გყვას ღირსეული ადამიანების გუნდი, რომლებიც იცავენ ჩვენ თავისუფლებას და სიცოცხლეს”, – თქვა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, ზუგდიდის ინციდენტშიც მთავარი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა იყო და ამას სამართალდამცავმა უწყებამ თავი წარმატებით გაართვა.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე, “მთავარი არხის” ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა.
“მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბანკზე თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და მისი ერთ ერთი თანამზრახველი დავით ხვიბლიანია, რომელიც მოქმედი სამხედრო პირია. გასაჯაროვდა სატელეფონო ჩანაწერიც.