გურიის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში, რომელიც მდებარეობს შავ ზღვასთან თურქები მოდიან და ყიდულობენ ქრისტიან ტყვეებს”

May be an illustration
გურიის ნავსაგდურიდან გადის გაყიდული ბავშვებით დატვირთული თურქების გემი.
ქრისტეფორე დი კასტელი
“გურიის ნავსაგდურიდან გადის გაყიდული ბავშვებით დატვირთული თურქების გემი.
გურიის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში, რომელიც მდებარეობს შავ ზღვასთან, მოედანზე მოდიან, სხვებთან შედარებით, უფრო მეტად თურქები და ყიდულობენ ქრისტიან ტყვეებს. მრავალი ათასი სული მიჰყავს დემონს აღმოსავლეთის ამ ქვეყნიდან. რადგან ყოველწლიურად საუკეთესო არსებანი გაჰყავთ. კორონტის ნავით შავი ზღვით, რომელიც ტბას წარმოადგენს, და ჯოჯოხეთში მიჰყავთ ბავშვები.
ბავშვებით დატვირთული ხომალდი მიდის ჯოჯოხეთში.
ჩემი სიცოცხლისათვის უბედური დრო დამიდგა ამ სოფელში. ვტიროდი მრავალი სულის დაკარგვას, რადგან თურქეთში მიერეკებოდნენ ამ საცოდავ ქრისტიანებს. ამ ხალხისათვის ბევრი მოწყალება გამიღია და ავადმყოფობის დროს… მიმკურნალია მათთვის, თანაც მოვმსახურებივარ სხვადასხვა საქმეში”.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share