“ყველა ყველას წინააღმდეგ, ამბავი ქვეყანაზე, რომელიც სუნთქავს ზიზღით და სიძულვილით”-ნიკა გვარამიას მეხუთე სიუჟეტი გადაცემა “მთავარ აქცენტებში”. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გადაცემის წამყვანის მონოლოგი სიძულვილით სავსე საზოგადოების შემქმნელებსა და ზიზღისთ დაბრმავებულების მიერ ლამის გაქრობამდე მიყვანილ ქვეყანას ეხებოდა:
“მეხუთე სიუჟეტის ავტორი და დღევანდელი საქართველოდან ლიმბოს შემქმნელი უპირობოდ და პირადად ბიძინა ივანიშვილია. კვლავ გავიხსენებ აგატა კრისტის ‘ათ პატარა ზანგს”. დიახ, სწორედ ივანიშვილია მოსამართლე უორგრეივი, რომელიც შიშისმ ზიზღისა და სიძულვილის თესვით გადაახოცვინებს ყველას ერთმანეთს და ბოლოს არავინ არ რჩება მის გარდა. და ზუსტად ესაა ჩვენი მეხუთე სიუჟეტი ერთიო ერთში. ზუსტად ესაა ჩვენი რეალობა, ერთი ერთში”-განაცხადა გვარამიამ.