“მეხუთე სიუჟეტს კიდევ ერთი პერსონაჟი ყავს, ადამიანი, რომელიც აქ არ არის, ან შეიძლება ყველაზე მეტადაც არის. ეს მიხეილ სააკაშვილი”-აღნიშნა ნიკა გვარამიამ თავის მონოლოგში მესამე პრეზიდენტის მიმართ საქართველოში საზოგადოების განწყობებზე ისაუბრა:
“სააკაშვილის მოზიზღარების და მოძულეების აზრით, სწორედ ისაა ამ ლიმბოს ავტორი. ზოგის აზრით კი ის და ივანიშვილი ერთად. მოდი გავარჩიოთ-როგორ უნდა შეიყვანოს ლიმბოში ქვეყანა სააკაშვილმა? კაცმა, რომელმაც მიხვდა, რომ მისი მომხრეების რაოდენობას მისი მოწინააღმდეგეების რაოდენობა აღემატებოდა, ხელისუფლება გადააბარა, ადგა და წავიდა. ეს მოხდა პირველად და ჯერ ჯერობით უკანასკნელად.
უცნაურია და ლოგიკას ვერ ვპოულობ, როცა ამბობენ-გაიწიოსო. მისგან პოლიტიკურ ლიკვიდაციას ითხოვენ ფაქტია მაგრამ ეს როგორ უნდა მოხდეს? პროფესიაზე თქვას უარი, ბერად აღიკვეცოს თიუ როგორ უნდა მოიქცეს?
ამის სქემა და გეგმა არავის დაუდვია, მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობენ-გაიწიოს. არადა, გამსახურდიას შემდეგ არავის საქართველოში ამდენი პერსონალური მომხრე არ ჰყოლია, რამდენიც მიხეილ სააკაშვილს ჰყავს. თუ თავს არ მოვიტყუებთ და ზიზღს ცოტა ხნით გადავდებთ, საკუთარ თავთან რომ მარტო იქნებით, მაშინ მაინც დაფიქრდით, რომ დიახ, საქართველო ასეთ სიმაღლეზე არავის არ აუწევია, როგორც ამ კაცს, რომელიც ახლა თურმე უნდა გაიწიოს. ფაქტი ერთია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი აქ არ არის, ძალიან ბევრის შიში მისი მასშტაბის შემხედვარე ებადება, ზოგს მისი ხელისუფლების განმეორების შიში აქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რამ-სიყვარულის ძალაუფლება უამრავ ადამიანზე. იმათზე, ვისთვისაც ვარდების რევოლუცია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების თანაზომადი ფაქტია. ამიტომ, მას გაწევას კი არა ამ სიყვარულის ძალაუფლების გამოყენებას უნდა სთხოვდნენ”-აღნიშნა გვარამიამ “მთავარ აქცენტებში”.