ღარიბაშვილი: “ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს”

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება; ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აფასებს ევროკავშირის მედიაციას, რომელიც ორიენტირებულია ვითარების დეესკალაციასა და პოლიტიკური პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვაზე.

მათივე განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილმა და კრისტიან დანიელსონმა განიხილეს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ხაზი გაესვა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი.

:შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ყველა მხარემ იხელმძღვანელოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით და გადადგას ნაბიჯები კომპრომისული გადაწყვეტილებისკენ, რაც მიმართული იქნება პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანაზე.

პრემიერმა კრისტიან დანიელსონს და პრეზიდენტ შარლ მიშელს პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი ევროკავშირის დიდ ინტერესს, რაც პროცესის ყველა აქტორს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    ცხრა აპრილის ქვეყანა  რა მივუტანეთ 9 აპრილს? დიახ, დიახ - რა მოგვიტანა კი არა, რას ელის ჩვენგან 9 აპრილი პარლამენტის წინ მდგარ მონუმენტთნ ყვავილების თაიგულისა და დანთებული სანთლის გარდა? ვიცით, რომ თარიღს თავისთავად არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს. ის ძვირფასი ხდება ჩვენთვის იმ დღეს მომხდარ მოვლენასთან თუ მოქმედ პირებთან ემოციური და…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    "სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ ცხოვრება სამოთხედ გვიქციოს და არა ჯოჯოხეთად"გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი. გოგონა საქართველოში…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    "ავანტიურისტი შულერი, "ოცნების მზე", რომელმაც ყველა გადააგდო"- გიორგი თარგამაძე ივანიშვილზე"ცუდი მენეჯერი, თუ შულერი?! გვითხრა რომ წავიდა... საკითხავად 15-გვერდიანი წერილი და მოსასმენად 1-საათიანი ინტერვიუ დაგვიტოვა. დაგვამადლა მენეჯერული სუპერ თვისებები, მილიარდიანი ქველმოქმედება და კიდევ უფრო დიდი ქველმოქმედება, რაც თურმე მისი პოლიტიკაში ყოფნა ყოფილა. აღარ დამირეკოთო თქვა და კარი გაიჯახუნა… წავიდა, არწავიდა, სად წავიდა - გვირილას ფოთლების პუტვას და მარჩიელობას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა დავფიქრდეთ მართლა რა დაგვიტოვა…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    "უკეთესი მომავლის იმედი საქართველოში, მილევის ზღვარზეა"ევროპული ბლიც-მოლაპარაკება შენდობის დღეს ქრისტიანის, უფრო ზუსტად ქრისტიან დანიელსონის ხელმძღვანელობით...სიმბოლურია, რომ მაშინ, როდესაც მართლმადიდებელი სამყარო შენდობის დღეს აღნიშნავს, რაც შეცდომების გააზრებითა და სხვებისთვის პატიების თხოვნით გვირგვინდება, ქართველი პოლიტიკოსები, ევროკავშირის შუამავლობით ინტენსიური მოლაპარაკების დასკვნით ფაზაში არიან. არც ევროპელები და არც ქართული საზოგადოება მათგან წარსულის დავიწყებას და მით უმეტეს ერთმანეთისთვის შენდობის საჯაროდ თხოვნას არ ელის, მოლოდინი…
    Tags: და, რაც, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა