“ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები გააყალბოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს არჩევნების გააყალბებისთვის. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში ” დღის სტუმარი” ისაუბრა.

“ივანიშვილი გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები გააყალბოს, ეს ჩვენ ვიცით. პირველი რაც უნდა ვქანათ ეს არის, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, იმიტომ რომ ყოველი არმისული ეს არის ივანიშვილისთის დამატებითი მიცემული ხმა, არჩევნების გაყალბებისთვის.

ჩვენ გავაკეთებთ პრეზენტაციას, მონიტორინგს კარუსელების წინააღმდეგ, ეს არის ძალიან თანამედროვე სისტემა, უკრაინელი IT სპეციალისტების, რომლებიც ინგლისსა და ამერიკაში მუშაობენ ძირითადად, ჩვენი მეგობრები არიან, პრაქტიკულად ნოლზე დაჰყავთ, მარტო სახეებით კი არ ცნობენ, სახეზე შიძლება ნიღბები აიფარონ ამათმა ან გრიმი გაიკეთონ, სხეულის მიხვრა-მოხვრით შეიძლება ამოცნობა ამომრჩევლის, ორჯერ ვინც მივა ხმის მისაცემად”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი 

დღესვე, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში ისაუბრა 21 ოქტომბერს ზუგდიდში, ბანკში მომხდარი თავდასხმის მონაწილე პირზე და თქვა რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლება მის დაკავებას შეძლებდა. თემაზე კომენირებისას მიხეილ სააკაშვილმა ასევე თქვა, “თვალსა და ხელს შუა აგვახიეს სახელმწიფო”.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 – თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share