არჩევნებთან, მის ხელმეორედ ჩატარებასთან დაკავშირებით არანაირი ლოგიკა და საფუძველი ოპოზიციას არ გააჩნია

ვენ ვსაუბრობთ საარჩევნო რეფორმაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მართლმსაჯულების რეფორმაზე, ყველა ნაბიჯი შესაბამისი გზით არის გადადგმული „ქართული ოცნების” მხრიდან და ჩვენ ველოდებით ოპოზიციის კონსტრუქციულ, გააზრებულ და ჩამოყალიბებულ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის მომავალს ეხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას არჩევნების ხელმეორედ ჩატარების მოთხოვნის არანაირი ლოგიკა და საფუძველი არ გააჩნია.

„ეს არის დანიელსონის ხელმეორე ვიზიტი საქართველოში. „ქართული ოცნება” პოზიტიურად უყურებს მოვლენათა განვითარებას. თავის მხრივ, რაც „ქართულ ოცნებაზეა” დამოკიდებული, ის ფაქტობრივად ახორციელებს, ყველა მიმართულებით რეფორმების შესაბამის ნაბიჯებს დგამს – ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო რეფორმაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მართლმსაჯულების რეფორმაზე, ყველა ნაბიჯი შესაბამისი გზით არის გადადგმული „ქართული ოცნების” მხრიდან და ჩვენ ველოდებით ოპოზიციის კონსტრუქციულ, გააზრებულ და ჩამოყალიბებულ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის მომავალს ეხება.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ყველა წყაროდან მათ შორის ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან ერთმნიშვნელოვნად ჟღერდება გზავნილი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბდა, ჩატარდა კონკურენტულ გარემოში ამიტომ არჩევნებთან, მის ხელმეორედ ჩატარებასთან დაკავშირებით არანაირი ლოგიკა და საფუძველი ოპოზიციას არ გააჩნია. რაც შეეხება სხვა დანარჩენ მიმართულებას – ე.წ პოლიტპატიმრებთან მიმართებაში, ზოგადად ნებისმიერ საკითხებთან მიმართებაში და რაღაც დისკუსიის დეტალებთან მიმართებაში იცით თქვენ, რომ არ საჯაროვდება ინფორმაცია. რეალურად საქართველოში არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობს. კარგად იქნა გაჟღერებული შეერთებული შტატების სენატიდან გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ რეალური ფაბულა ამ საკითხისა სინამდვილეში არის ის, რომ რადგანაც კონკრეტულმა პირებმა კონკრეტული კრიმინალური ნაბიჯი გადადგეს, შესაბამისად, მოლაპარაკებების სივრცეში რა დეტალებზეც იქნება საუბარი მხარეთა შორის, ეს არ არის საჯარო. მე ვიმედოვნებ ყველა მიმართულებით მხარეები დადგებიან საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა, პირველ რიგში, ეს რა თქმა, უნდა ოპოზიციას ეხება და იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share