ოზურგეთში,“ჭადრების ბაღში“ გურიაში „ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის ხათუნა გოგორისვილის ოფიციალური წარდგენა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და პარტიის სხვა წარმომადგენლები. ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ეუთოს დამკვირვებლები.
დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ გურულ ამომრჩეველს, გულიანი და არა ფულიანი ადამიანის ხათუნა გოგორიშვილის არჩევისკენ მოუწოდეს.
თავად მაჟორიტარობის კანდიდატმა კი გურულებს მუდმივად მათ სამსახურში ყოფნა და მათი პრობლემების მოგვარება დაჰპირდა.
„გურულები არიან ძლიან პოზიტიური ხალხი და , ისინი იმსახურებენ რომ მათი ცხოვრება არ იყოს ისეთი აუტანელი, როგორიც დღეს არის. გურიას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, უმუშევრობას ემატება მიგრაცია. დაიცალა სოფლები ახალგაზრდებისგან. ახალგაზრდები აქ ვერ პოულობენ სამსახურს, რადგან ნეპოტიზმია გამეფებული. რვა დღეში ეს ყველაფერი უნადა შეიცვალოს. ჩვენ ერთად შევცვლით ამ ქვეყანას და ეს ცვლილებები დაიწყება ძალიან მალე 31 ოქტომბერს. ნუ შეგეშინდებათ იმ ორი ვირუსის რაც დღეს არის საქართველოში. არც კოვიდის გვეშინია გურულებს და არც „ქართული ოცნების.“ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და გურია იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეგიონი. ჩვენ ერთად ამას შევძლებთ.- განაცხადა გოგორიშვილმა.




მომწონს
კომენტარი
მსგავსი სტატიები
- 65
ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
- 58
ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ქსენოფობიისა და მიგრანტთა უფლებების საკითხებს აფასებს. TDI-ს ინფორმაციით, 2020 წელი ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით გამორჩეულად პრობლემური იყო - კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახა და შექმნილმა ვითარებამ ადამიანის უფლებების…
- 55
ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. „ტირილი“ გურიაში ძველად „ტირილი“ დიდის ამბით ტარდებოდა. მიცვალებულის ნათესაობა სატირლად მოდიოდნენ „ზარით“, რჩეულ-რჩეული საპატიო მხლებლებით, ცხენებით (თუ შორიდან მოდიოდნენ) ან ქვეითად, დიდი კელაპტრით (სანთლით) ხელში და ზოგჯერ თავის მღვდლითაც კი. იმავ სოფლის ნათესავ-მეზობლები საგანგებო დარიგებული ბარათებით იყვნენ…
- 54
19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ფლეი ოფის ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო. ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში მოხვდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფას ოფისში გაიმართა და გოგონები შინ ლანჩხუთში ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში, შვედურ „როსენგარდს“ დაუპირისპირდებიან. გადამწყვეტი გოლი რუმინელების…