პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამის შესახებ მან სიღნაღის რაიონში განაცხადა, სადაც ზეთისხილის პლანტაცია და ზეითუნის ზეთის თანამედროვე საწარმო დაათვალიერა.
მისი თქმით, თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის პოტენციალის პოპულარიზაციას და ამ სექტორში კიდევ უფრო მეტი პლანტაციის გაშენებას.
“მიუხედავად იმისა, რომ კახეთისთვის ტრადიციული სექტორი არის მევენახეობა და ღვინის წარმოება, ეს პროექტი – ზეთისხილის პლანტაციები გახლავთ პირველი პროექტი საქართველოში, რომლითაც ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის წარმოების სექტორი ვითარდება, ორიენტირებულია ექსპორტზე, მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება”, – თქვა თალაკვაძემ.