ერთი რა შემიძლია გითხრათ, ჩემი პოზიციაც ეს არის და ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში, ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ საბოლოო ნაბიჯებისკენ მივიდეთ. ან ხდება შეთანხმება ან ვერა, ორი ვარიანტია. ღიად და გულწრფელად გეუბნებით, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი სამშობლოსთვის მგონია, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია და უნდა მოხდეს, მაგრამ ასევე ვთქვი, რომ შეთანხმება ნებისმიერ საკითხზე ვერ მოხდება. ამაზე მივიღე პასუხი, რომ ამ დოკუმენტში ყველა საკითხი გათვალისწინებული იქნება.”-
განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპელ დიპლომატთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.