ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე” მომხდარი თავდასხმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტვ „პირველის” ეთერში შეაფასა.
„თუ განვაზოგადებთ იმ დრამას, რომელიც ზუგდიდში მოხდა დავინახავთ, რომ კლიმინალმა დაგეგმა და განახორციელა ყაჩაღობა და სახელმწიფო აღმოჩნდა უსური. უსუსური პრევენციის ნაწილში, იმიტომ რომ ამ ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით შიშის განცდა ქრება ქვეყანაში და ეს ძალიან სერიოზული რისკის შემცველია. პრევენციის მექანიზმი მოშლილია ქვეყანაში. ხელისუფლება სარჩევნო რეჟიშში თვალის ჩაპაჭუნებას ეწევა კრიმინალურ სამყაროსთან, ბუნებრივია უფასო არაფერი არ არის და კრიმინალური სამყაროც თავის წილს დივიდენდისას ითხოვს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.