შვედურ-ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანია, AstraZeneca-მ თავის კორონავირუსის ვაქცინას სახელი შეუცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ DW შვედეთის წამლების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ვაქცინის სახელწოდება Vaxzevria იქნება. სახელის შეცვლის მიზეზი უცნობია.
შვედეთის წამლების სააგენტოს ცნობით, ვაქცინის შემადგენლობაში ცვლილებები არ შევა, თუმცა მისი შეფუთვა, შესაძლოა, შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში AstraZeneca-ს გამოყენება ევროპის ქვეყნების ნაწილმა მას შემდეგ აკრძალა, რაც მსოფლიოში, სავარაუდოდ, ვაქცინაციის შემდეგ ადამიანებს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები განუვითარდათ.