ევროპული წამლების სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინამ სახელი შეიცვალა და დღეიდან ის Vaxzevria იქნება.
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა 13 მარტს შემოიტანეს. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინით სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლები აიცრნენ. 25 მარტიდან კი ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩაერთნენ.