რა წერია კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში – გამოცემა “პუბლიკა” აქვეყნებს იმ პუნქტებს, რომლებიც, მათი ინფორმაციით, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მიერ “ოცნებისა” და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ დოკუმენტში წერია.
- ევროკავშირი მზადაა, ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო;
- გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს ე.წ. „უდოს“ მექანიზმით, ელექტრონული სამაჯურით, ნოემბერში;
- გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს;
- ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს…
- შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი;
- პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება;
- გენერალური პროკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით;
- ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტში არაფერი წერია რიგგარეშე არჩევნების თაობაზე, რამაც მედიაციის პროცესი შეაფერხა. კრისტიან დენიელსონი და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ამ წუთებში, შეხვედრის მონაწილეებისთვის ახალ დოკუმენტზე მუშაობენ.