“ტირანულ რეჟიმს ევტოკავშირმა გადაუხადოს ფული პოლიტ პატიმრის გათავისუფლებაში, ეს მე არ მიმაჩნია დამაჯერებლად და ეს თუ ასე მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ევროპამ ხელები ასწია ივანიშვილის დიქტატურის წინაშე. რომ ევროპაც დანებდა და ჩაბარდა მას. ევროპა სტალინს არ ჩაბარდა და ატილას და ჰუნებს და ივანიშვილმა თუ ეს შეძლო, მაშინ შეიძლება ჩვენ ვიამაყოთ იმით, რომ გვყავს დიქტატორი, რომელმაც დააჩმორა ევროპა. არა მგონია ეს ასე იყოს. ევროპამ უნდა მიარჭოს სანქციები ივანიშვილს“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას რეაქციაში, რითიც ის იმ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც საუბარია რომ ნიკა მელიას გირაოს თანხას თავად ევროკავშირი გადაუხდის.