ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი შარლ მიშელის წარმომადგენლის თანდასწრებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უკვე 6 საათია მიმდინარე მოლაპარაკებებსა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ მათთვის შეთავაზებულ დოკუმენტს ეხმაურება, რომლის შესახებაც მედიაში ინფორმაციამ უკვე გაჟონა და წერს: “ძალიან ვწუხვარ! ევროპა, ჩანს, ვერ გვშველის! მარტო ჩვენი ბრალი არაა… მისი ბრალიცაა!.. ცოტაზე მეტად არაადეკვატური, კონტექსტის კარგად ვერ-გააზრებული წინადადებები დადო მან მაგიდაზე. ისეთები, რომლებშიც მოგებული და მოგებული კი არ არიან, არამედ, შელახული და მოგებული რჩებიან. ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა ცუდია… პირიქით – ეცადა, ეცადა მაინც. ვერ გამოუვიდა და მათ შორის იმიტომ, რომ ერთი მხრიდან სრული კედელი დახვდა. კედელი კი დახვდა იმიტომ, რომ ამ ერთ მხარეს – ოცნებას, ევროპა ავტორიტეტად არ მიაჩნია. მისი ლბილი ტონი არ აფრთხობს. GOD BLESS AMERICA