ახლა მე გეტყვით ეგეთი პუნქტი თუ მართლა არსებობს და მაგაზე ხელს ვინმე მოაწერს, ფეხებზე მკიდია ყველა და ყველაფერი. 2 წელია თითქმის იმ იმედით ვარ რო დამნაშავე დაისჯება და ერთადერთი ეგ მაძლევს მოტივაციას და იმის განცდას, რომ ყველაფერი აზრს მოკლებული არაა და რამეს მაინც აქვს აზრი. რაის ამნისტია, არ მაინტერესებს საერთოდ სხვა დანარჩენი პუნქტები, რაის ამნისტია???? ანუ ეგეთ რეალობას ქნიან რო დამნაშავე არ დაისჯება როგორც ყოველთვის და მერე იმაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია რო უსამართლობა ხდება, როცა პირდაპირ გვეუბნებიან რო აი მაგ უსამართლობაზე თვალები დახუჭე ან რაც დაგრჩა ის დახუჭე. როგორც ზუკამ თქვა თაროზე შემოდებული საქმეები დაჭედდება იმ თაროზე. ხოდა აი ეგ რომ მოხდეს, ეგ პუნქტი რომ არსებობდეს და ვინმემ მაგაზე ხელი მოაწეროს, 3.14ზდეც მეგობრებო-წერს მაკო გომური, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომელიც კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ეხება:
ახლა მე გეტყვით ეგეთი პუნქტი თუ მართლა არსებობს და მაგაზე ხელს ვინმე მოაწერს, ფეხებზე მკიდია ყველა და ყველაფერი. 2 წელია თითქმის იმ იმედით ვარ რო დამნაშავე დაისჯება და ერთადერთი ეგ მაძლევს მოტივაციას და იმის განცდას, რომ ყველაფერი აზრს მოკლებული არაა და რამეს მაინც აქვს აზრი. რაის ამნისტია, არ მაინტერესებს საერთოდ სხვა დანარჩენი პუნქტები, რაის ამნისტია???? ანუ ეგეთ რეალობას ქნიან რო დამნაშავე არ დაისჯება როგორც ყოველთვის და მერე იმაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია რო უსამართლობა ხდება, როცა პირდაპირ გვეუბნებიან რო აი მაგ უსამართლობაზე თვალები დახუჭე ან რაც დაგრჩა ის დახუჭე. როგორც ზუკამ თქვა თაროზე შემოდებული საქმეები დაჭედდება იმ თაროზე. ხოდა აი ეგ რომ მოხდეს, ეგ პუნქტი რომ არსებობდეს და ვინმემ მაგაზე ხელი მოაწეროს, 3.14ზდეც მეგობრებო-წერს მაკო გომური.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა “პუბლიკა” აქვეყნებს იმ პუნქტებს, რომლებიც, მათი ინფორმაციით, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მიერ “ოცნებისა” და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ დოკუმენტში წერია. ევროკავშირი მზადაა, ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო; გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს ე.წ. „უდოს“ მექანიზმით, ელექტრონული სამაჯურით, ნოემბერში; გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს; ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს… შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი; პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება; გენერალური პროკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით; ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი.