“ხუთი საკითხი იყო დოკუმენტში, საიდანაც სამს დავეთანხმეთ. ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, ეს არის საარჩევნო სისტემის რეფორმა, გადანაწილება პარლამენტში… დასაზუსტებელია პოლიტპატიმრების, ამნისტიის თემა.
მე ვფიქრობ, რომ აქ წავიწიეთ წინ და რაც არ განგვიხილავს, არ იყო დოკუმენტში ისე, როგორც პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში. თქვენ გახსოვთ, რომ იქ იყო არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი, რომ შესაძლო საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები, ან პლებისციტი – ასე ეწერა. ეს საკითხი გაშლილი არ არის.
ჩვენ ბოლოს დავშორდით, მაგიდა დავტოვეთ, სადაც ბატონმა დანიელსონმა თქვა, რომ პროგრესი არის, იმიტომ, რომ 5 საკითხიდან სამი საკითხი არის შეთანხმებული, ოღონდ რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ის გააგრძელებს კონსულტაციებს პრეზიდენტ მიშელთან.”- ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ამის შესახებ ევროკავშირის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.