ვახტანგ ბუცხრიკიძე: “2021 წლის პირველი ნახევარი ქართული ეკონომიკისთვის რთული იქნება”

“თიბისი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:

“ლარის სტაბილურობა და მისი კურსის პროგნოზი შესაძლებელი იქნება, მას შემდეგ, რაც პოზიტიური ქმედებები დაიწყება ქართულ ეკონომიკაში.

ალბათ მეორე კვარტალი საკმაოდ რთული იქნება ქართული ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის ვაქცინაცია. ასევე, როგორ გაიხსნება ქვეყნის ეკონომიკა ტურისტებისთვის. ეკონომიკის აღდგენა დაიწყება სექტემბერში, ოქტომბერში თუ სხვა პერიოდში დამოკიდებულია ამ ფაქტორებზე. ლარის სტაბილურობა და მისი კურსის პროგნოზი შესაძლებელია მას შემდეგ რაც, პოზიტიური ქმედებები დაიწყება ქართულ ეკონომიკაში. ყველა ბიზნესის შესაძლებლობა არის გაცილებით მცირე და პოტენციალიც ნაკლები, ვიდრე ეს იყო კრიზისამდე” – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share