ქალის ცხედარი იპოვნეს დღეს, 23 ოქტომბერს გამთენიისას მოქალაქეებმა სამტრედიის ქუჩაზე. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. გარდაცვლილი სავარაუდოდ შუა ხნის ქალია, შემთხვევის ადგილას არ არის სიხლის კვალი.
არსებული ინფორმაციით, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. გარდაცვლილი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზაზე
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.