მერკელი: როდესაც ჩემი ჯერი მოვა, AstraZeneca-ს ვაქცინას გავიკეთებ

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.

„როდესაც ჩემი ჯერი მოვა,  AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინას გავიკეთებ. საკმაოდ მალე მომიწევს ვაქცინაცია“,- აცხადებს მერკელი.

აღნიშნული განცხადება მერკელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანიის ვაქცინის კომიტეტმა განაცხადა, რომ შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო, 60 წელს ქვემოთ მყოფი არცერთი ადამიანი არ უნდა აიცრას Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share