ვაქცინაციის ჯგუფებს 55 წლის ზემოთ ადამიანები ემატებიან. 5 აპრილიდან 55 წელს ზემოთ ადამიანებს შეეძლებათ ვაქცინაციის პროცესში ჩართვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ვაქცინაციის ჯგუფს დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ დავაკვირდით რამდენად დიდია ინტერესი და რამდენად კარგია აქტივობა, იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა ამ ჯგუფის მიმართ. ამიტომ მივიღეთ მსგავსი გადაწყვეტილება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.