ეპიდსიტუაცია საქართველოს რამდენიმე რეგიონში განსაკუთრებით საყურადღებოა. ჯანდაცვის მინისტრი გურიას, იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და თბილსს ასახელებს.
“დღევანდელი ეპიდსიტუაცია ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდნიმე რეგიონში, ესენია: გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, თბილსი – თქვა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჩაკეტვის მომხრე არ არის და მათთვის ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვანია, ამ განცხადების მიუხედავად, უკვე დააანონსეს წერტილოვანი შეზღუდვები.