ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია. ინფორმაციას ამის შესახებ „ფორმულა“ ავრცელებს.
ევროპარლამენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, სალომე სამადაშვილს ხვდება.
გუშინ, 30 მარტს ევროპელი საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.
„ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის თითქმის 7 საათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
როგორი იქნება შარლ მიშელის შემდგომი ნაბიჯები, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დანიელსონი მას მოლაპარაკებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობს.