კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც ტურძელაძე ფორმულასთან ჰყვება მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. რადგან პაციენტი არასრულწლოვანია, ექიმი დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 10 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 412.

საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 26 503 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 193 კი გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: