პოეტი სოფიო ღლონტი გუშინ საქართველოში რუსეთიდან პანდემიის პერიოდში სპეციალურად დაბადების დღის აღსანიშნავად ვლადიმერ პოზნერისა და მისი მეგობრების ჩამოსვლის თემას ეხმაურება და იმ ე. წ ინტელიგენციის გასაგონად წერს, ვისაც სტუმარი ღვთის იმ შემთხვევაშიც ჰგონია, თუ ის შენს ქვეყანას დასცინის და არც აფხაზეთს ცნობს საქართველოს ნაწილად:
“წითელი ინტელიგენცია” მეთქი რომ გიწოდებთ არაერთხელ მაცვით ჯვარს ამისთვის.დარწმუნებული ვარ, ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომ არ ვცდები თქვენი შეფასებისას…ფსევდოპატრიოტები ხართ და არავის სჭირდება თქვენი ყალბი გრძნობებით ნაკარნახები “შემოქმედება”.!!! …ხომ ხედავთ გვსჯის ბუნება, სამყარო, კოსმოსი?…ილიას მკვლელი საზოგადოება ერად და სახელმწიფოდ ვერასოდეს ჩამოყალიბდება.შენ, კიდევ იმის შიშით , რომ საჯარო სამსახურში ხარ და არ გინდა სიმართლის მხარეს დგომის გამო ჩინის დაკარგვა , მოღალატე ხარ.რადგან სირაქლემის პოზა მეტი არაფერია თუარა ეს სიტყვა, რითიც შეგაფასე..მე ჯანდაბას, ჩემი საუბარიც…მაგრამ არ მსურს ჩემი შვილის თაობა ამ კომპარტიულ , დეგრადირებულ საქართველოში გაიზარდოს.”გვეშველება რამე”?…კახი კავსაძის ინტონაციით გეკითხებით?… ჩემს ქვეყანაში არსებულმა სიტუაციებმა დამაწერინა ეს პოსტი..არ გაბედოს ვინმემ პირადში მოწერა და ჭკუის დარიგება ” მართალი კი ხარ სოფო, მაგრამ ნუ დაკარგავ მდგომარეობას საზოგადოებაში”ო..მიმიფურთხებია ასეთი საზოგადოების, წითელი ინტელიგენციისთვის.რომელმაც მხოლოდ ” პოლიქრონიოს” “დაამუღამა”…გამახსენდა იესოს სიტყვები :” გამოდით , ჩემო ხალხო, თუ გინდათ არ მიიღოთ მათი წყლულებისგან”-წერს სოფიო ღლონტი.