“დავრწმუნდით, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე”

“დავრწმუნდით, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე. დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას აწუხებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც არ ყოფილა. ეს ბუნებრივია, რადგან ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება, მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს, შესაბამისად, შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. თუმცა, ცივილიზებული სამყაროს საზოგადოებისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს, გამოვიდეს ამ ჩიხიდან, სადაც ნებაყოფლობით, თუმცა სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა.

დავრწმუნდით, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე. დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას აწუხებს. ჩვენ მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ უახლოეს რამდენიმე კვირაში, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება რა სურდა. სთხოვდა მედიატორს დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანას და მოლაპარაკების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. ამას ადასტურებენ ოპოზიციის შედარებით ზომიერი წარმომადგენლებიც. ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი სინამდვილეში თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ-"სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის"ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 96
    "ღია წერილი ჩემს საყვარელ საქართველოს"!“ღია წელირი ჩემს საყვარელ საქართველოს! მეგობრებო! ძვირფასო ჟურნალისტებო! მაპატიეთ რომ ვერ გპასუხობთ ზარებზე და მესიჯებზე! ისეთ ადგილას ვიმყოფები სადაც არც ინტერნეტი და არც ტელეფონი ყოველთვის არ იჭერს! ამასთან ერთად ვთვლი რომ ჩემი აზრი გამოვთქვი და დასამატებელი არაფერი მაქვს,პირდაპირ ეთერში იგივე სიტყვების გამეორების აზრს უბრალოდ ვერ ვხედავ,მაპატიეთ! უსამართლობასთან,დიქტატურასთან და კორუფციასთან ბრძოლა…
    Tags: და, არ, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 96
    "როდესაც საქმეს თავდადებით აკეთებ, მაშინ მოდიხარ მანკიერ სისტემასთან წინააღმდეგობაში""პოლიტიკა ბინძური საქმეა!.. სახელმწიფო მანქანას კი ვერ მოერევი. ამიტომ, იყავი შენთვის, აკეთე შენი საქმე კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად და პოლიტიკა და სიბინძურე შენ არ შეგეხება.." - ბევრჯერ მსმენია ასეთი რჩევა, თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს მცდარი და მეტიც, ცუდი რჩევაა. სინამდვილეში პირიქითაა: როდესაც საქმეს თავდადებით, ენთუზიაზმით და პროფესიონალურად აკეთებ, სწორედ მაშინ მოდიხარ…
    Tags: და, არ, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 96
    "ამ ურთულეს კრიზისს ვერაფერი უშველის, სამართლიანი არჩევნების გარდა"ზუსტად 30 წლის წინ საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების 90-მა პროცენტმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. თითქმის 99%-მა პროცენტმა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა, რის საფუძველზეც მოგვიანებით საბჭოთა საქართველოს არსებობა ოფიციალურად დასრულდა და საქართველოს  დამოუკიდებლობა აღდგა. ეს ყველაფერი თითქოს ერთ დღეში მოხდა, თუმცა რეალურად 3 ათწლეულის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა